ჩვენ შესახებ

INDIGO CARS —

წარმოადგენს საერთაშორისო ლოგისტიკურ კომპანიას, აშშ-ში 10 წლიანი გამოცდილებით ავტოიმპორტის მიმართულებით.

ჩვენ გთავაზობთ, ავტომობილების ჩამოყვანის სანდო და ეფექტურ სერვისებს ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა: საქართველო, უკრაინა, ყირგიზეთი, რუსეთი , ყაზახეთი, სომხეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და სხვა.

ჩვენი ისტორია

ინდიგო ქარს 2005 წლიდან ოპერირებს ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე, ნიუ ჯერსიში Automoby LLC-ის სახელით. საქმიანობის დასაწყისში, კომპანია მომხმარებელს კონსულტაციას უწევდა აშშ-ს აუქციონებზე ავტომობილების შერჩევასა და შეძენაში. ახლა ვახორციელებთ მომსახურების სრულ სერვისს რაც, ავტომობილის შერჩევა შეძენის გარდა, მათ ტრანსპორტირებას მოიცავს. კომპანიის ერთ-ერთ მთავარ ბენეფიტს წარმოადგენს ექსკლუზიური დაჭრა-დანაწევრება სერვისი. დაჭრილი ავტომობილების ტრანსპორტირება ხდება საქართველოში, ცენტრალურ ევროპაში, ცენტრალურ აზიასა და სხვა ქვეყნებში.

 

ღირებულებები, რაც წარმართავს ჩვენს ბიზნეს პროცესებს:

  • . მომხმარებლის კმაყოფილება

  • . მრავალწიალინი ამერიკული გამოცდილება

  • . მომსახურების მაღალი სტანდარტი

  • . სანდოობა

  • . სისწრაფე და მოქნილობა

     

ინდიგო ქარსის მიზანია, მაქსიმალური კომფორტი და სარგებელი შევთავაზოთ მომხმარებლებს ავტომობილების და სხვა ავტო ტექნიკის შეძენის დროს, მიწოდების სწრაფი დროით და ეკონომიური გადაწყვეტილებებით. ამას გარდა, უსაფრთხოება არის ის, რასაც მუდამ ვპირდებით ჩვენს მომხმარებელს, რადგან ვუზრუნველვყოფთ ჩვენზე მინდობილი ტვირთის უსაფრთხოებას ყველა შესაძლო გაუთვალისწინებელი გარემოებებისგან.

ჩვენი უპირატესობები

10 წლიანი გამოცდილება აშშ-დან ავტომობილების იმპორტში
01
ავტომობილის გადაადგილების სრული ციკლი - აუქციონზე მისი შეძენიდან მიღების პორტში შემოსვლამდე - სრულად დაზღვეული ტრანსპორტირება
02
დაბალი დარიცხვის კოდები ყველაზე პოპულარული აუქციონებისთვის
03
კონკურენტუნარიანი ფასები
04

რას გთავაზობთ

Indigo Cars - გთავაზობთ, ნებისმიერი სახის სერვისს, ავტოინდუსრიაში ჩართული მომხმარებლისთვის:

 

  • . მონაწილეობა ამერიკულ პოპულარულ აუქციონებში
  • . ტრანსპორტირება
  • . ავტოკონსულტაცია;
  • . კოდების გაცემა დილერებისთვის და ა.შ

 

თუ ეძებთ ავტომობილს, ჩვენ დაგეხმარებით შეარჩიოთ და შეიძინოთ სასურველი ავტომობილი, დამატებითი გადასახადის გარეშე, ინდიგო ქარსთან თანამშრომლობით მნიშვნელოვნად გაზოგავთ თანხებს.

 

მუშაობის სტრუქტურა:

 

ავტო კონსულტაციის გაწევის შემდგომ, 24 საათის განმავლობაში, როგორც ჩვენი საცალო მომხმარებლები ასევე, პარტნირები იღებენ მათზე მორგებულ შეთავაზებას, სასურველი ავტომობილის ბრენდით, მოდელით და კომპლექტაციით. შემდგომ, ხდება აუციონზე თამაში და მოგებული ავტომობილის ტრანსპორტირებისთვის, ყველა საჭირო დოკუმენტის მომზადება.

  ჩვენთან, როგორც საცალო მომხმარებელს ასევე, პარტნიორებს შეუძლიათ აკონტროლონ ავტომობილის გადაადგილების ეტაპები, შეამოწმონ კონტეინერებში საკუთარი ავტომობილების ადგილმდებარეობა და მიიღონ ინფორმაცია ტვირთის პორტში ჩამოსვლის შესახებ. ინდგი ქარსში ტრანსპორტირების სრული ციკლი დაზღვეულია და თქვენ დაცული ხართ გაუთვალისწინებელი არასასურველი შედეგებისგან.

Ჩვენი მისია

მომხმარებლისთვის ვარჩევთ საუკეთესოს და ჩამოგვყავს საუკეთესოდ - Engineered for you, Imported from Indigo Cars. ჩვენი მიზანია ახალი სიტყვა ვთქვათ ავტოიმპორტის სფეროში და მაქსიმალურად გავამარტივოთ ავტომობილების შეძენა-ტრანსპორტირება ისე, რომ ჩვენს მომხმარებელს დავუტოვოთ თანამშრომლობის საუკეთესო გამოცდილება.
icon

გსურს შემოუერთდე ჩვენს გუნდს?

გთხოვთ, დატოვოთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია.