ჩვენ შესახებ

INDIGO CARS

ჩვენ გიმარტივებთ გზას, სურვილიდან რეალობამდე!

სავაჭრო პოლიტიკა

  1. ტერმინთა განმარტება 1.1 კომპანია - შპს „ინდიგო“ (ს/კ 415599150); 1.2 პოლიტიკა - წინამდებარე სავაჭრო პოლიტიკა; 1.3 კანონი - „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი; 1.4 დამკვეთი - მომხმარებელი, რომელიც სარგებლობს კომპანიის მომსახურებით; 1.5 ხელშეკრულება - კომპანიასა და დამკვეთს შორის ზეპირი ან წერილობითი ფორმით გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულება; 1.6 ტრანსპორტირების საგანი - ავტოსატრანსპორტო საშუალება / დანაწევრებული ავტონაწილები, რომლის ტრანსპორტირებასაც დამკვეთის დაკვეთით ახორციელებს კომპანია; 1.7 საზღვარგარეთის სადგომი - ამერიკის ტერიტორიაზე კომპანიის მფლობელობაში არსებული სპეციალური სადგომი, სადაც ხდება აუქციონის გზით შესყიდული ტრანსპორტირების საგნის კომპანიის მიერ ჩაბარება. 2. პოლიტიკის მიზანი 2.1 წინამდებარე პოლიტიკის მიზანია, კომპანიის საქმიანობის ძირითადი წესების, ანგარიშსწორების პირობებისა და პასუხისმგებლობების განსაზღვრა. 3. კომპანიის საქმიანობა 3.1 შპს „ინდიგო“ წარმოადგენს ავტოიმპორტიორ კომპანიას, რომელიც ახორციელებს დამკვეთის მიერ ამერიკის აუქციონზე შეძენილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების / დანაწევრებული ავტონაწილების ტრანსპორტირებას ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოს მიმართულებით; 3.2 კომპანია უზრუნველყოფს დამკვეთს ამერიკის აუქციონზე მონაწილეობისთვის საჭირო კოდებით ან/და ტექნიკურ დახმარებას უწევს აუქციონზე მონაწილეობის პროცესში; 3.3 დამატებითი მომსახურების სახით, კომპანია დახმარებას უწევს დამკვეთს სასურველი ავტოსატრანსპორტო საშუალების აუქციონზე მოძიებისა და შერჩევის პროცესში, მათ შორის, უზრუნველყოფს დამკვეთს ექსპერტის კონსულტაციით. 4. მომსახურების ზოგადი პირობები 4.1 კომპანია დამკვეთს დამატებით მომსახურებას უწევს ავტოსატრანსპორტო საშუალების / დანაწევრებული ავტონაწილების აუქციონზე მოძიებაში დამკვეთის მიერ მოწოდებული ძირითადი მახასიათებლების შესაბამისად. 4.2 ამ მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, კომპანიის მომსახურება შემოიფარგლება მხოლოდ რჩევით. საბოლოო გადაწყვეტილებას ტრანსპორტირების საგნის შესყიდვესთან დაკავშირებით იღებს დამკვეთი. 4.3 აუქციონზე მონაწილეობის პროცესში კომპანიის მიერ დამკვეთის დახმარება (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შემოიფარგლება მხოლოდ ტექნიკური მხარდაჭერით, კერძოდ, კომპანია მონაწილეობას იღებს მხოლოდ ისეთი ავტოსატრანსპორტო საშუალებების / დანაწევრებული ავტონაწილების შეძენაში, რომელთა შეძენის სურვილსაც გამოთქვამს დამკვეთი. ასევე, აუქციონზე მონაწილეობის ყველა ეტაპი და პირობები (ფასი, მონაწილეობის გაგრძელება, შეწყვეტა და სხვ.) თანხმდება დამკვეთთან - აუქციონი მიმდინარეობს დამკვეთის სრული ჩართულობით. 4.4 დამკვეთის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებების / დანაწევრებული ავტონაწილების ტრანსპორტირება იწყება საზღვარგარეთის სადგომში ავტომობილის კონტეინერში ჩატვირთვიდან და მიმდინარეობს ტრანსპორტირების საგნის პორტში შესვლისას (საბოლოო დანიშნულების ადგილი) კონტეინერის გახსნის მომენტამდე. 4.5 კომპანია ვალდებულია, განახორციელოს ტრანსპორტირების საგნის საქართველოში ტრანსპორტირება კონტეინერში ჩატვირთვის ან ავტომზიდზე დატვირთვის თარიღიდან არაუგვიანეს 120 (ასოცი) სამუშაო დღეს დამატებული: • 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღე, თუ გამოგზავნის პორტი აშშ-ს ნიუ-ჯერსის შტატშია; • 35 (ოცდათხუთმეტი) სამუშაო დღე, თუ გამოგზავნის პორტი არ არის აშშ-ს ნიუ-ჯერსის შტატში. 5. განსაკუთრებული პირობები 5.1 დამკვეთის მიერ აუქციონზე შეძენილი ტრანსპორტირების საგანი წარმოადგენს მეორად ავტოსატრანსპორტო საშუალებას / დანაწევრებულ ავტონაწილებს, ასევე, დამკვეთის მიერ ტრანსპორტირების საგნის შეძენა ხდება იმ მდგომარეობით და აღწერილობით, რა მდგომარეობაშიც ის არის გასაყიდად გამოტანილი (რა აღწერილობაც განთავსებულია შესაბამის ვებ-გვერდზე) და ამასთან, ავტოსატრანსპორტო საშუალების მდგომარეობაზე და მის ტექნიკურ/მექანიკურ გამართულობაზე არანაირი საგარანტიო პირობები არ არსებობს, შესაბამისად, დამკვეთისთვის ცნობილია, რომ: • კომპანია არ ფლობს არანაირ დაზუსტებულ ინფორმაციას ტრანსპორტირების საგნის ტექნიკურ მდგომარეობაზე; • კომპანია აუქციონზე იღებს მონაწილეობას დამკვეთის სურვილით, მის მიერ წინასწარ შერჩეული მესამე პირებისგან და ახორციელებს მის ტრანსპორტირებას იმავე მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც იყო შეძენამდე; • ტრანსპორტირების საგანი შესაძლოა იყოს, ან არ იყოს დაზიანებული: ავტოსატრანსპორტო შემთხვევის, ბუნებრივი (საექსპლუატაციო) ამორტიზაციის, სტიქიური მოვლენების ან ნებისმიერი სხვა მიზეზის გამო; • ტრანსპორტირების საგანი დაზიანების გამო შესაძლოა საჭიროებდეს, ან არ საჭიროებდეს, აღდგენით სამუშაოებს. თუ ტრანსპორტირების საგანი საჭიროებს აღდგენით სამუშაოებს, წინასწარ უცნობია რა ტიპის, ზუსტად რა მოცულობის და რა ღირებულების აღდგენითი სამუშაოებია საჭირო; ასევე წინასწარ უცნობია, აღდგენითი სამუშაოების შედეგად ავტოსატრანსპორტო საშუალება დააკმაყოფილებს თუ არა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ იმ სტანდარტებს, რომელიც საჭიროა ავტოსატრანსპორტო საშუალების გაფორმებისა და ფუნქციონირებისთვის; • აუქციონის ვებ-გვერდზე ,,იქოქება და დადის’’ მითითების არსებობის შემთხვევაშიც კი, შესაძლებელია ავტოსატრანსპორტო საშუალება არ იქოქებოდეს ან/და არ დადიოდეს ან/და სრულფასოვნად არ გადაადგილდებოდეს. 5.2 ამ მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრულ გარემოებათა გათვალისწინებით: • კომპანია არ იღებს არანაირ პასუხისმგებლობას ტრანსპორტირების საგნის ტექნიკურ/მექანიკურ მდგომარეობაზე და გამართულობაზე. აღნიშნულზე დამკვეთი თავიდანვე ინფორმირებულია; • კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას ტრანსპორტირების საგნის დანიშნულებისამებრ ვარგისიანობაზე ან/და მასზე ხელმისაწვდომი ინფორმაციის სისწორეზე; • კომპანია არ იღებს ასევე პასუხისმგებლობას ტრანსპორტირების საგნის შიგნით მოთავსებულ ცალკეულ ნივთებსა და სათადარიგო ნაწილებზე, ასევე ტრანსპორტირების საგნიდან არამართლზომიერი გზით მოხსნილ (დაკარგულ, მოპარულ) ცალკეულ ავტონაწილებზე; • კომპანია არ არის პასუხისმგებელი ტრანსპორტირების საგნის ისეთ დაზიანებაზე ან/და ნივთობრივ ნაკლზე, რომელიც მას ტრანსპორტირების დაწყებამდე გააჩნდა; • ტრანსპორტირების საგნის ვარგისიანობასა და ტექნიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ პასუხისმგებლობასა და რისკებს დამკვეთი სრულად იღებს საკუთარ თავზე; • ზემოაღნიშნულ დებულებათა გათვალისწინებით, ტრანსპორტირების საგანი იმ მდგომარეობით, რა მდგომარეობაშიც იგი არის აუქციონზე შეძენის დროს, წინამდებარე ხელშეკრულების მიზნებისთვის წარმოადგენს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნივთს; • ზემოაღნიშნული პუნქტების გათვალისწინებით, ტრანსპორტირების საგანზე კომპანიის პასუხისმგებლობა ვრცელდება ტრანსპორტირების მომენტში; • წინამდებარე მუხლის განსაზღვრებათა გათვალისწინებით, დამკვეთი არ არის უფლებამოსილი, რაიმე სახის პრეტენზია წაუყენოს კომპანიას ტრანსპორტირების საგნის ტექნიკურ/მექანიკურ მდგომარეობასა და გამართულობასთან დაკავშირებით, ან ისეთ ვიზუალურ დაზიანებასთან დაკავშირებით, რომელიც ტრანსპორტირების საგანს გააჩნდა კომპანიის წარმომადგენლის მიერ მის საზღვარგარეთის სადგომში ჩაბარების მომენტამდე (რაც დადასტურდება საზღვარგარეთის სადგომში კომპანიის წარმომადგენლის მიერ გადაღებული ფოტოსურათებით). 6. დაზღვევის ზოგადი პირობები 6.1 კომპანია უზრუნველყოფს ტრანსპორტირების საგნის დაზღვევას პოლიტიკის მე-8 მუხლის გათვალისწინებით. 6.2 ტრანსპორტირების საგნის დაზღვევა ითვალისწინებს 5 პაკეტს, რომელთა პირობები განისაზღვრება ტრანსპორტირების საგნის ღირებულების მიხედვით. 6.3 დამკვეთის მიერ სადაზღვევო პაკეტით სარგებლობის შესახებ მოთხოვნის წარდგენა და სადაზღვევო პრემიის გადახდა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უნდა განხორციელდეს ტრანსპორტირების საგნის აუქციონიდან გაყვანამდე. 6.4 სადაზღვევო პაკეტების შესახებ დეტალური ინფორმაცია განისაზღვრება ხელშეკრულებით. 6.5 ტრანსპორტირების საგნის დაზღვევა მოქმედებს სადაზღვევო პაკეტებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, ტრანსპორტირების საგნის პორტში შესვლისას (საბოლოო დანიშნულების ადგილი) კონტეინერის გახსნის მომენტამდე. 6.6 დამკვეთი უფლებამოსილია, ტრანსპორტირების რისკებისგან დაზღვევის მიზნით გამოიყენოს მესამე პირის სადაზღვევო მომსახურება. 7. პასუხისმგებლობა 7.1 კომპანია ველდებულია, უზრუნველყოს ტრანსპორტირების საგნის ტრანსპორტირება პორტში შესვლისას (საბოლოო დანიშნულების ადგილი) კონტეინერის გახსნის მომენტამდე იმ ფიზიკურ მდგომარეობაში, რა ფიზიკური მდგომარეობაც ვიზუალურად იდენტიფიცირებადია საზღვარგარეთის სადგომში კომპანიის წარმომადგენლის მიერ გადაღებულ ფოტოსურათებზე. 7.2 დამკვეთის მიერ სადაზღვევო პაკეტით სარგებლობის შემთხვევაში, მოქმედებს კომპანიის პასუხისმგებლობის განსხვავებული პირობები, კერძოდ, კომპანია ვალდებულია, უზრუნველყოს ტრანსპორტირების საგნის ტრანსპორტირება პორტში შესვლისას (საბოლოო დანიშნულების ადგილი) კონტეინერის გახსნის მომენტამდე იმ ფიზიკურ მდგომარეობაში, რა ფიზიკური მდგომარეობაც ვიზუალურად იდენტიფიცირებადია აუქციონის ვებ-გვერდზე განთავსებულ ფოტოსურათებზე. 7.3 პოლიტიკის 4.5 პუნტქით გათვალისწინებელი ტრანსპორტირების ვადების დარღვევის შემთხვევაში, 3 (სამი) თვის ვადაგადაცილების შემდგომ, კომპანია მოთხოვნიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში დაუბრუნებს დამკვეთს მის მიერ გადახდილ თანხას, რის შემდეგაც კომპანიას გაუჩნდება ტრანსპორტირების საგნის საკუთრებაში მიღების და განკარგვის გამოუთხოვადი, სრული და შეუზღუდავი უფლება. ტრანსპორტირების ვადების კომპანიისგან დამოუკიდებელი მიზეზებით დარღვევის შემთხვევაში, კომპანიას არ ეკისრება პასუხისმგებლობა, შესაბამისად, დამკვეთი არ მოითხოვს რაიმე სახის სანქციების (ჯარიმა, საურავი, პირგასამტეხლო და სხვ.) დაკისრებას კომპანიისთვის. 8. გამონაკლისები 8.1 ანაზღაურებას არ ექვემდებარება ტრანსპორტირების საგნის შემდეგი სახის ზიანი: • როცა დაზიანებულ დეტალს ემატება დაზიანება; • ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გაუმართაობა; • ნესტიანი სალონის ქიმწმენდა; • დაზიანება, რომლის აღმოფხვრა შესაძლებელია პოლირებით; • სამღებრო სამუშაოების ჩატარება ისეთ დაზიანებაზე, რომლის აღმოფხვრა შესაძლებელია ე.წ. „ცივად გასწორების მეთოდით“ (აღნიშნული მეთოდით ზიანის აღმოფხვრა ჩაითვლება ზიანის ანაზღაურებად); • ნებისმიერი ნაწილი და დეტალი, რომელიც მდებარეობს სალონში, მანქანის ქვედა მხარეს, ძირი, საბურავები, დისკები, ამორტიზატორები და სხვა სავალი ნაწილები; • სავალი ნაწილების დაზიანებაზე, რაც, შესაძლოა, გამოწვეულ იქნას მანქანის „სპეციალური ამწევით (forklift)“ გადაზიდვის დროს; • მოტოციკლის, კვადროციკლის, თოვლის ყველგანმავლის დეტალები, პლასმასები; • ევაკუატორის მომსახურება და სხვა ხარჯები, რომელიც უკავშირდება გასაღების დაკარგვას; • საბარგულის და სალონის ნოხები, რეზინის საფარები; • ზიანი, რომელიც გამოწვეული იყო იმის გამო, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების რომელიმე დეტალი არასათანადოდ ან/და არასრულად ან/და არაქარხნული წესით იყო მიმაგრებული ავტოსატრანსპორტო საშუალების კორპუსზე და ამის გამო ეს დეტალი დაზიანდა ან დაიკარგა ან/და საერთოდ არ ჩამოყვა ავტოსატრანსპორტო საშუალებას; • ავტოსატრანსპორტო საშუალების წინა და უკანა საქარე მინის დაზიანება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაზიანება გამოწვეულია კონტეინერში ავტოსატრანსპორტო საშუალების საქარე მინაზე საგნის დაცემით; • ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანება, რომელიც აღმოჩნდება ისეთ ადგილზე, რომელი ადგილის შესაბამისი რაკურსით გადაღებული ფოტოსურათი არ არსებობდა კომპანიის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების საზღვარგარეთის სადგომში ჩაბარებამდე; • ნაკაწრები, ბზარები და ნაკენჭარები; • ავტოსატრანსპორტო საშუალების ხალიჩების დაზიანება ან დაკარგვა; • ძრავი და გადაცემათა კოლოფი, თუ დამკვეთი არ სარგებლობს ამ ხელშეკრულების მე-7 თავით გათვალისწინებული გარანტიით; • კატალიზატორი, აკუმულატორი, სათადარიგო საბურავი, ასევე ე.წ. „დომკრატი“ და ყველა სხვა ისეთი შემადგენელი საგანი ან/და საკუთვნებელი ან/და მოწყობილობა, რაც შეუძლებელია გამოჩნდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების შეძენამდე აუქციონის ვებ-გვერდზე განთავსებულ ფოტოსურათებზე ან/და რაც არ განეკუთვნება ავტოსატრანსპორტო საშუალებას ფუნქციურად, თუმცა შესაძლებელია აუქციონის ფოტოსურათებზე ჩანდეს რაიმე სახის ამგვარი ტექნიკა, ინვენტარი და საგნები. 8.2 ასევე, ანაზღაურებას არ ექვემდებარება: • დანაკარგს, დაზიანებას ან ხარჯს, გამოწვეულს ნებისმიერი საომარი იარაღის გამოყენებით, რომელიც მოიცავს ატომური ან ბირთვული დაშლის ან/და სინთეზის ან სხვა მსგავს რეაქციას ან რადიოაქტიურ ნივთიერებას ან გამოსხივებას; • დანაკარგს, დაზიანებას ან ხარჯს, გამოწვეულს: ომით, სამოქალაქო ომით, რევოლუციით, აჯანყებით, ამბოხებით ან მათგან წაემოშობილი სამოქალაქო დაპირისპირებით, ან დაპირისპირებული მხარეების მიერ განხორციელებული ნებისმიერი ქმედებით; • დანაკარგს, დაზიანებას ან ხარჯს, გამოწვეულს შეპყრობით, კონფისკაციით, ყადაღით, გადაადგილების აკრძალვით ან დაკავებით (გარდა მეკობრეობისა) და მათგან, ან ამ ქმედებების ნებისმიერი მცდელობიდან გამომდინარე შედეგებით; • დანაკარგს, დაზიანებას ან ხარჯს, გამოწვეულს მიტოვებული ნაღმებით, ტორპედოებით, ბომბებით ან სხვა მიტოვებული საომარი იარაღით; • დანაკარგს, დაზიანებას ან ხარჯს: ა) გამოწვეულს გაფიცულთა ქმედებებით, ლოკაუტირებული მუშების, ან იმ პიროვნებების ქმედებებით, რომლებიც იღებენ მონაწილეობას შრომით არეულობაში, აჯანყებაში ან სამოქალაქო მღელვარებაში; ბ) გამოწვეულს გაფიცვებით, ლოკაუტით, შრომითი არეულობით, აჯანყებით ან სამოქალაქო მღელვარებით; გ) გამოწვეულს ნებისმიერი ტერორისტული ან პოლიტიკური მოტივით მოქმედი პიროვნებ(ებ)ის მიერ; • დანაკარგს, დაზიანებას ან ხარჯს, გამოწვეულს გემის ან ხომალდის ნაოსნობისთვის გამოუსადეგარობით; • დანაკარგს, დაზიანებას ან ხარჯს, გამოწვეულს გემის, ხომალდის, გადაზიდვის სხვა საშუალების, კონტეინერის ან სატვირთო ვაგონის შეუსაბამობით დაზღვეული ტვირთის უსაფრთხო გადაზიდვასთან ა) იმ შემთხვევაში, როცა დაზღვეული ტვირთის მათში ჩატვირთვის დროისათვის დაზღვეულისათვის ცნობილია ასეთი გამოუსადეგარობის ან შეუსაბამობის შესახებ. მზღვეველი არ მიიჩნევს ხომალდის ნაოსნობისათვის გამოსადეგობის და შესაბამისობის პირობების დარღვევად არც-ერთ შემთხვევას, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა დაზღვეულისათვის ცნობილი იყო ასეთი გამოუსადეგარობისა და შეუსაბამობის შესახებ. 9. ზიანის ანაზღაურება 9.1 კომპანიის მიერ ანაზღაურებას ექვემდებარება ყველა ის ზიანი, რომელიც დადგა ტრანსპორტირების პროცესში და არ არის განსაზღვრული წინამდებარე პოლიტიკის მე-8 მუხლით. 9.2 პოლიტიკის 7.1 და 7.2 პუნქტებით განსაზღვრული პირობის დარღვევის შემთხვევაში, კომპანია ვალდებულია, დამკვეთის მიერ პრეტენზიის წარდგენიდან გონივრულ ვადაში, არაუმეტეს 10 (ათი) სამუშაო დღისა, აღმოფხვრას და აღადგინოს ყველა ის ზიანი ან/და აანაზღაუროს ტრანსპორტირების საგნის ნაწილების დაკარგვით გამოწვეული ზიანი, რომელიც არ ჩანდა საზღვარგარეთის სადგომში გადაღებულ/აუქციონის ვებ-გვერდზე განთავსებულ ფოტოსურათებზე (ხელშეკრულებით გათვალისწინებული სადაზღვევო პაკეტების შესაბამისად) და რომელი ზიანიც დადგა ტრანსპორტირების საგნის ტრანსპორტირებისას. 9.3 ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ზიანის განხილვა ხდება საზღვარგარეთის სადგომში გადაღებული/აუქციონის ვებ-გვერდზე განთავსებული (სადაზღვევო პაკეტების შესაბამისად) და მიმღებ პორტში (საბოლოო დანიშნულების ადგილი) კონტეინერის გახსნის მომენტში კომპანიის წარმომადგენლის მიერ გადაღებული ავტოსატრანსპორტო საშუალების ნაწილების ამსახველი ფოტოსურათების შედარებით. 9.4 ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის დადგომისას, ნაკლის (ზიანის) აღმოფხვრა ხორციელდება ერთ-ერთი შემდეგი გზით: ა) კომპანიის მიერ აღდგენითი სამუშაოების ჩატარებით, ხოლო ასეთის შეუძლებლობისას, ახალი არაორიგინალი ნაწილებით. ბ) დაზიანებული/დაკარგული დეტალის აღდგენისათვის საჭირო ღირებულებით; გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობებით ნაკლის აღმოფხვრის შეუძლებლობისას, ზიანის ანაზღაურება განხორციელდება მეორადი ორიგანალი ნაწილებით, ან შესაბამისი ღირებულებით. 9.5 ტრანსპორტირების საგნის მფლობელობაში მიღებისას იმ გარეგნული დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში, რომელიც ტრანსპორტირების საგანს არ ჰქონდა ყიდვის დროს მხარეთათვის ცნობილი ინფორმაციით (ფოტოსურათებით) ან/და ტრანსპორტირების საგნის ნაწილების დაკარგვის შემთხვევაში, რაც დასტურდება ავტოსატრანსპორტო საშუალების ნაწილების ამსახველი ფოტოსურათების მიხედვით, დამკვეთი ტრანსპორტირების საგნის საბაჟო ტერმინალიდან (საბაჟო გამშვები პუნქტიდან) გაყვანიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღის ვადაში შეატყობინებს კომპანიას აღნიშნულის შესახებ. 9.6 ზიანი განიხილება გონივრულ ვადაში, არაუმეტეს დამკვეთის მიერ პრეტენზიის დაფიქსირებიდან 1 (ერთი) თვისა. 10. მომსახურების ღირებულება 10.1 მომსახურების ღირებულება, გადახდის წესი და პირობები განისაზღვრება ხელშეკრულებით. 10.2 ანგარიშსწორება ხდება ეროვნულ ვალუტაში მიმღებ ბანკში არსებული აშშ დოლარის კომერციული შესყიდვის კურსის შესაბამისად, უნაღდო ანგარიშსწორებით, კომპანიის საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვის გზით. წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებამოსილია, თავისი სურვილისამებრ მოახდინოს გადახდილი უცხოური ვალუტის კონვერტაცია ეროვნულ ვალუტაში სასურველი გაცვლითი კურსით. თუ კონვერტაციის შედეგად მიღებული თანხა ვერ ფარავს ტრანსპორტირების თანხას, მაშინ დამკვეთი ვალდებულია, დაფაროს დარჩენილი ნაწილი კონვერტაციიდან არაუგვიანეს 1 (ერთი) სამუშაო დღის ვადაში. 11. ხელშეკრულების შეწყვეტა 11.1 ხელშეკრულება ძალაშია მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულ და ჯეროვან შესრულებამდე. 11.2 ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს: 11.2.1 მხარეთა შეთანხმებით; 11.2.2 კომპანიის ინიციატივით, თუ დამკვეთი უხეშად არღვევს ამ ხელშეკრულებით მასზე დაკისრებულ რომელიმე ვალდებულებას და ეს დარღვევა არ აღმოიფხვრება გაფრთხილების შემდეგ; 11.2.3 კომპანიის ინიციატივით, თუ დამკვეთისთვის ცნობილი გახდება, რომ დამკვეთი გადახდისუუნაროა ან მის წინააღმდეგ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება; 11.2.4 ორივე მხარის ინიციატივით, თუ ტრანსპორტირების საგანი განადგურდა ან დაზიანდა ტრანსპორტირების პროცესში ისე, რომ ამ დაზიანების აღდგენის ღირებულება სპეციალიზებული სერვისცენტრის შეფასებით შეადგენს ტრანსპორტირების საგნის ღირებულების 75% (სამოცდათხუთმეტი პროცენტი) ან მეტს. ასეთ შემთხვევაში, კომპანიისთვის ზიანის აღმოსაფხვრელად მიცემული 30 (ოცდაათი) დღიანი ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ, დამკვეთს შეუძლია მოსთხოვოს კომპანიას დაუბრუნოს მის მიერ კომპანიისთვის გადახდილი თანხა, რის შემდეგაც კომპანიას გაუჩნდება დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალების/დანაწევრებული ავტონაწილების საკუთრებაში მიღების და განკარგვის გამოუთხოვადი, სრული და შეუზღუდავი უფლება და მომხმარებელი არ მოითხოვს რაიმე სახის სანქციების (საურავი, პირგასამტეხლო, ჯარიმა) დაკისრებას გამყიდველისთვის; 11.2.5 კომპანიის ინიციატივით, თუ დამკვეთი გადააცილებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნებისმიერი ვალდებულების შესრულების ვადას ან შესრულებისათვის კომპანიის მიერ განსაზღვრულ დამატებით ვადას (ასეთის არსებობის შემთხვევაში); 11.2.6 კომპანიის ინიციატივით, დამკვეთის გარდაცვალების ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში; 11.2.7 დამკვეთის ინიციატივით, პოლიტიკის 7.3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში. 12. დასკვნითი დებულებები 12.1 პოლიტიკა ძალაში შედის მისი დამტკიცების თარიღიდან. 12.2 პოლიტიკის ცვლილება შესაძლებელია ნებისმიერ დროს, კომპანიის გადაწყვეტილებით. პოლიტიკის შეცვლილი რედაქცია გავრცელდება ცვლილების თარიღის შემდეგ დამყარებულ სახელშეკრულებო ურთიერთობებზე.

ჩვენი უპირატესობები

10 წლიანი გამოცდილება აშშ-დან ავტომობილების იმპორტში.
01
ავტომობილის გადაადგილების სრული ციკლი - აუქციონზე მისი შეძენიდან მიღების პორტში შემოსვლამდე - სრულად დაზღვეული ტრანსპორტირებით.
02
დაბალი დარიცხვის კოდები ყველაზე პოპულარული აუქციონებისთვის.
03
კონკურენტუნარიანი ფასები.
04

რას გთავაზობთ

Indigo Cars - გთავაზობთ, ნებისმიერი სახის სერვისს, ავტოინდუსრიაში ჩართული მომხმარებლისთვის:

 

  • . მონაწილეობა ამერიკულ პოპულარულ აუქციონებში
  • . ტრანსპორტირება
  • . ავტოკონსულტაცია;
  • . კოდების გაცემა დილერებისთვის და ა.შ

 

თუ ეძებთ ავტომობილს, ჩვენ დაგეხმარებით შეარჩიოთ და შეიძინოთ სასურველი ავტომობილი, დამატებითი გადასახადის გარეშე, ინდიგო ქარსთან თანამშრომლობით მნიშვნელოვნად გაზოგავთ თანხებს.

 

მუშაობის სტრუქტურა:

 

ავტო კონსულტაციის გაწევის შემდგომ, 24 საათის განმავლობაში, როგორც ჩვენი საცალო მომხმარებლები ასევე, პარტნირები იღებენ მათზე მორგებულ შეთავაზებას, სასურველი ავტომობილის ბრენდით, მოდელით და კომპლექტაციით. შემდგომ, ხდება აუციონზე თამაში და მოგებული ავტომობილის ტრანსპორტირებისთვის, ყველა საჭირო დოკუმენტის მომზადება.

  ჩვენთან, როგორც საცალო მომხმარებელს ასევე, პარტნიორებს შეუძლიათ აკონტროლონ ავტომობილის გადაადგილების ეტაპები, შეამოწმონ კონტეინერებში საკუთარი ავტომობილების ადგილმდებარეობა და მიიღონ ინფორმაცია ტვირთის პორტში ჩამოსვლის შესახებ. ინდგი ქარსში ტრანსპორტირების სრული ციკლი დაზღვეულია და თქვენ დაცული ხართ გაუთვალისწინებელი არასასურველი შედეგებისგან.

Ჩვენი მისია

მომხმარებლისთვის ვარჩევთ საუკეთესოს და ჩამოგვყავს საუკეთესოდ - Engineered for you, Imported from Indigo Cars. ჩვენი მიზანია ახალი სიტყვა ვთქვათ ავტოიმპორტის სფეროში და მაქსიმალურად გავამარტივოთ ავტომობილების შეძენა-ტრანსპორტირება ისე, რომ ჩვენს მომხმარებელს დავუტოვოთ თანამშრომლობის საუკეთესო გამოცდილება.
icon

გსურს შემოუერთდე ჩვენს გუნდს?

გთხოვთ, დატოვოთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია.